ცოცხალი საკვები. მათი სახეობები, დამუშავება და შენახვა

თევზების კვება, ცოცხალი საკვები

ცოცხალი საკვები – ძირითადი საკვების მნიშნველოვანი დანამატია, რომელიც ლიფსიტების სწრაფ და ჯანსაღ ზრდას ხელს უწყობს, ხოლო ზრდასრულ თევზს გამრავლებისკენ უბიძგებს. არსებობს ცოცხალი საკვების საკმაოდ ბევრი სახეობა, ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ძირითადებს.

მოტილი
მოტილი

მოტილი – არის სხვა არაფერი გარდა კოღოს რამოდენიმე სახეობის ჭუპრისა. ბუნებაში მოტილი ბინადრობს და გადის განვითარების სტადიებს ტბების ან ტბორების შლამში ჩამარხული, წყლის ზედაპირზე კი მხოლოდ ჰაერის პორციისთვის ამოდის. ყიდვის შემდეგ, საჭიროა მისი დამუშავება. ვრეცხავთ მარგანცოვკის რბილ ხსნარში, შემდეგ უბრალო წყალში, ვაქცევთ წყალს ხოლო მოტილს ჭურჭელზე ბრტყელ ფენად ვშლით. უცებ მაცივარში საყინულეში შევდებთ და ველოდებით სრულ გაყინვას. სწორედ გაყინულ მდგომარეობაში და არა ცოცხლად ინახება მოტილი. თევზების კვების წინ, მოვტეხავთ გაყინული მასიდან პატარა ნატეხს, ვაგდებთ თბილი წყლით სავსე ჭურჭერლში და ყინულის დადნობას ველოდებით, რის შემდეგ გადავაქცევთ წყალს, ხოლო მოტილს უკვე თამამად ვაჭმევთ თევზს. მოტილს – თევზს კვირაში 3-4ჯერ აჭმევენ.

ტრუბოჩნიკი
ტრუბოჩნიკი

ტრუბოჩნიკი – მცირეჯაგრიანი ჭიების წარმომადგენელი, რომელიც ბინადრობს ორგანული ნივთიერებით მდიდარ ადგილებში (ანუ დაბინძურებულ ადგილებში, მაგალითად კანალიზაცია). მოტილისგან განსხვავებით, ტრუბოჩნიკის გაყინვა არ შეიძლება და მისი შენახვა ხდება ცოცხალ მდგომარეობაში. ასე რომ მისი შენახვის ვადა უსასრულობას უდრის. ყიდვის შემდეგ ტრუბოჩნიკს ვათავსებთ ოდნავ მაღალ ჭურჭელში და ვდებთ ონკანიდან ოდნავ მოშვებული გამდინარე წყლის ქვეშ. წყალი მოშვებული უნდა იყოს დღეში 24 საათის განმავლობაში, თუმცა ღამით გადაკეტვა შეიძლება, მაგრამ დილაობით ჭურჭელთან მიახლოებისას უმჯობესია არ ისუნთქოთ. სანამ დავიწყებდით თევზებისთვის ტრუბოჩნიკის მიცემა, მინიმუმ 1 კვირა უნდა გავიდეს. იმის გაგება, გასუფთავდა თუ არა ჭია, მისი ფერით შეიძლება. ახალი ნაყიდი, ათასი ნაგვის ნაჭამი ტრუბოჩნიკი მუქი შინდისფერის არის, ხოლო კუჭგასუფთავებული – ღია ვარდისფერი. სწორედ როდესაც ღია ვარდისფერ შეფერილობას მიიღებს, მაშინ შეგიძლია გაახაროთ თქვენი თევზი ტრუბოჩნიკით. ერთი შენიშვნა: თუ მოტილით გამოკვება თითქმის ყველა თევზისთვის შეიძლება, კატეგორიულად აკრძალული ტრუბოჩნიკის მიცემა აფრიკული ტბების ციხლიდებისათვის. მოტილის მსგავსად, ტრუბოჩნიკი უნდა მიეწოდებოდეს ძირითადი საკვების დანამატის სახით.

დაფნია, ცოცხალი საკვები
დაფნია

დაფნია – წვრილი, თვალისთვის ოდნავ შესამჩნევი ზოოპლანქტონი. მშვნიერი საკვები მცირე და საშუალო ზომის აკვარიუმის თევზებისთვის. არ ესაჭიროება არანაირი დამუშავება, ინახება ცოცხლად, წყლით სავსე აკვარიუმით. აკვარიუმიდან ამოყვანა და საერთოდ დაჭერა ბუნებაში (ბინადრობს დროებით დატბორილ ადგილებში) ხდება წვრილი ბადეთი. მოტილისა და ტრუბოჩნიკისგან განსხვავებით, თევზების უმეტესობისთვის შეიძლება მისი ყოველდღიური მიცემა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *