ფილტრაციის ტიპები

ფილტრაციის ტიპები

არსებობს აკვარიუმის ფილტრაციის ძირითადი 3 ტიპი, ესენია, მექანიკური, ბიოლოგიური და ქიმიური. მექანიკური ფილტრაციის დანიშნულებაა აკვარიუმის წყლიდან მოაცილოს მასში მოცურავე სხვადასხვა ნაწილაკები, მექანიკური ფილტრაცია ხორციელდება სპეციალური ღრუბელით, რომელშიც იჭედება წყლის სხვადასხვა მექანიკური მინარევები, ხოლო გასუფთავებული წყალი ისევ ბრუნდება აკვარიუმში. მაგრამ ასეთი ფილტრაცია აკვარიუმისთვის საკმარისი არ არის, გარდა მექანიკური მინარევებისა წყალშI არის უამრავი ქიმიური მინარევებიც, რომლების მოცილებაც ხდება ბიოლოგიური და ქიმიური ფილტრაციის შედეგად და/ან აკვარიუმის წყლის შეცვლით. წყლის შეცვლა ხდება კვირაში ერთხელ, არაუმეტეს აკვარიუმის მოცულობის 1/3-ისა. რას წარმოადგენს ბიოლოგიური ფილტრაცია, აკვარიუმში დროთა განმავლობაში გროვდება საკმაო რაოდენობით ბიოლოგიური ნარჩენები, ისენი წარმოიქმნება თევზების ცხოველქმედების პროდუქტების გამოყოფის შედეგად, ასევე საჭმლის ნარჩენების ლპობის გამო. წარმოქმნილი პროდუქტი ძირითადად არის ამიაკი, ნიტრიტები და ფოსფატები, ამიაკი და ნიტრიტი საკმაოდ მომწამლავი ნივთიერებებია და აუცილებელია მათი სწრაფი ნეიტრალიზაცია. ამისათვის გამოიყენება ბიოლოგიური ორგანიზმები, კერძოდ კი ბაქტერიები, აქედან მოდის ფილტრაციის ტიპის დასახელებაც (ბიოლოგიური). ეს ბაქტერიები სახლდებიან აკვარიუმის კედლებზე, გრუნტში, ნებისმიერ სხვა ზედაპირზე, მათი ნაწილი ცხოვრობს უშუალოდ წყალში და მათ საკვებს წარმოადგენს ამიაკი და ნიტრიტი, შედეგად ბაქტერიები გადაამუშავებენ ამ პროდუქტებს და ვღებულობთ გაცილებით ნაკლებად ტოქსიკურ ნივთიერებას, ნიტრატს. თუმცა აკვარიუმში მცხოვრები ბაქტერიების რაოდენობა ხშირ შემტხვევაში საკმარისი არ არის, ამისათვის შეიქმნა ბიოლოგიური ფილტრაციის ელემენტები, როგორიცაა ბიო კერამიკა, “ბიობურთები” სინტეპონი, ამ ელემენტების ერთადერთი დანიშნულებაა ბაქტერიებისათვის საჭირო საცხოვრებელი ფართის გაზრდა, მიუხედავად იმისა რო ისინი მოცულობით საკმაოდ პატარა ადგილს იკავებენ, მათი ზედაპირი არის ფორებიანი რაც საკმაოდ ზრდის მათ ზედაპირულ ფართს და შესაბამისად ამ ფართზე მეტი ბაქტერია სახლდება. მეტი ბაქტერია კი მეტ განეიტრალებულ ნიტრიტსა და ამიაკს უდრის. მაშ ასე, ქიმიური ფილტრაციით ჩვენ გავანეიტრალეთ ისეთი საშიში საწამლავები როგორიცაა ამიაკი და ნიტრიტი, თუმცა აკვარიუმში კვლავ გვრჩება ბიოფილტრაციის შედეგად წარმოქმნილი ნიტრატები და თევზების ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი ფოსფატები. რომლებიც თავის მხრივ შხამი არაა მხოლოდ დაბალი კონცენტრაციისას, თუ მათი კონცენტრცია გარკვეულ ზღვარს გადასცდება ისინიც საკმაოდ საშიში ხდებიან, ამიტომ აუცილებელია აკვარიუმიდან მათი მოცილებაც. ამისათვის კი გამოიყენება 2 მეთოდი, წყლის ნაწილობრივი ცვლა რეგულარულად დ აქიმიური ფილტრაცია.

აკვარიუმის ფილტრაცია, ფილტრები

ქიმიური ფილტრაცია თავისმხრივ ხორციელდება ფილტრში ჩამატებული ქიმიური ფილტრაციის ელემენტებით, ესენია აქტივირებული ნახშირი, ცეოლიტი და სპეციალურად ნიტრატებისა და ფოსფატების მოსაშორებლად შექმნილი ქიმიური ღრუბელი. მათი მოქმედების პრინციპებზე აქ არ შევჩერდებით, თუმცა ისინი საკმაოდ ეფექტურად ასუფთავებენ თქვენს აკვარიუმს ზემოთ აღნიშნული ქიმიური მინარევებისაგან. ასეთი ფილტრაციის ელემენტების და პლიუს წყლის კონდენციონერის გამოყენებისას თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ აკვარიუმის წყლის ცვლის საჭიროება. თუმცა გაგეზრდებათ აკვარიუმის შენახვის მიმდინარე ხარჯები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *