საკვების მიწოდების სიხშირე და რაოდენობა – Aquarium.ge

საკვების მიწოდების სიხშირე და რაოდენობა

საკვების მიწოდების სიხშირე და რაოდენობა

ინტერნეტში და ძველ ლიტერატურაში საკმაოდ ხშირად მოიხსენიება, რომ მიწოდებული საკვების რაოდენობა უნდა განისაზღვრებოდეს 5 წუთის განმავლობაში შეჭმული ოდენობით, რაც რეალობასთან ძალიან შორს არის. 5 წუთში თევზი შეჭამს ბევრად მეტს ვიდრე მას რეალურად სჭირდება. რადგან არ აქვთ ზომიერების გრძნობა. მიწოდებული საკვების რაოდენობა და სიხშირე პირდაპირ დამოკიდებულია თევზების ზომაზე და მათ რაოდენობაზე. რეალურად მიწოდებული საკვები უნდა იჭმეოდეს 20 მაქსიმუმ 60 წამის განმავლობაში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თევზი ჯობია ოდნავ მშიერი იყოს, ვიდრე გამაძღარი (ეს წესი მხოლოდ ზრდასრულ თევზს ეხება). ზრდასრულ თევზს დღეს 1-2ჯერ აჭმევენ, კვირაში ერთხელ კი ე.წ. განტვირთვის დღეს უტარებენ, ანუ ამ დროს საერთოდ არ აჭმევენ. ლიფსიტებს რაც შეეხება, ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის მათ ყოველდღიური კვება სჭირდებათ, დღეში 3-4ჯერ, მთლად უკეთესი იქნება თუ 5ჯერაც აჭმევთ. ლიფსიტების ზრდასთან ერთად იკლებს ჭმევის სიხშირეც. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად თქვენ უკვე თავისუფლად შეძლებთ საკვების რაოდენობის განსაზღვრა.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც უნდა შევეხო, არის ცოცხალი საკვები, რომელიც თევზების ლიფსიტების უმეტესობის სრულფასოვანი კვებისთვის აუცილებელი თუ არა, ძალიან სასურველია. იხილეთ ბმული: ცოცხალი საკვები. მათი სახეობები, დამუშავება და შენახვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *