თევზების სახეობები – Aquarium.ge

თევზების სახეობები

თევზების სახეობები

აქ ჩამოვწერ ყველაზე პოპულარულ და დამწყებებისთვის რჩეულ თევზებს.

პირველ რიგში რა თქმა უნდა ესენი არიან გუპია, კუდმახვილა და მოლინეზია.
არც ერთ მათგანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ. დღეში 2ჯერადი კვება, წყლის სტანდარტული ცვლა, ტემეპრატურა 25-26 °С, სულ ეს არის. სამივე ჩამოთვლილი ცოცხალმშობიარეა. აკვარიუმის მოცულობა 60 ლიტრიდან ზემოთ 10-15 თევზზე.

გუპია, კუდმახვილა, მოლინეზია

არ შეიძლება არაფერი არ ვთქვათ ცივი წყლის ოქროს თევზებზე და მათ ნაირსახეობებზე – ტელესკოპი, კომეტა, ლომთავა, ვუალისებრი და ა.შ. წყლის ტემპერატურა დიდ როლს არ თამაშობს, მთავარია 25-ზე ზემოთ არ ავარდეს. 2 ცალზე მინიმუმ 80 ლიტრიანი აკვაა საჭირო. კვება დიდი რაოდენობით მცენარეულ საკვებს უნდა მოიცავდეს. რომელის წყლის მცენარის გახარება მათთან ძალიან რთული საქმეა.

ტელესკოპი, ლომთავა, კომეტა

ბარბუსები – სუმატრული, მუტანტი, ცეცხლოვანი, შუბერტის ბარბუსი, ყველანი არიან აზიური ჯგუფური თევზები. ამიტომ. კომფორტულად რომ იგრძნონ თავი, საჭიროა მათი ჯგუფი მინიმუმ 5-6 თევზისგან. ბარბუსები ცელქები არიან, ამიტომ არ არის დეკომენდებული მათი გრძელკუდიან-ფარბლებიან თევზებთან მოთავსება, იმიტომ რომ დაუძიძგნიან ფარფლებს. ტემპერატურა 25-26 °С. აკვარიუმის მინიმალური მოცულობა 50 ლიტრი 10 ცალზე.

ბარბუსები, მუტანტი ბარბუსი, ცეცხლოვანი ბარბუსი, სუმატრული ბარბუსი, შუბერტის ბარბუსი

ანცისტრუსი – იგივე ”პრისოსკა ლოქო”, ”მწმენდავი”. ლოქო, რომელიც იკვებება ბაქტერიული და წყალმცენარეული ნადებით, ამიტომ მისი ცალკე კვება საჭირო არაა. კარგად გრძნობს ნებისმიერ კომპანიაში და თევზებს არ ავნებს. აკვარიუმის მინიმალური მოცულობა 40 ლიტრი წყვილზე. ტემპერატურა 25-26 °С.

ანციტრუსი

სკალარია – ერთ-ერთი ყველაზე პოპურალური თევზი. ბარბუსებისნაირად, არ არის რეკომენდებული მისი გრძელფარფლიან თევზებთან ყოლა. სასურველი მაღალი აკვარიუმი (45 სმ და ზემოთ), რადგან თევზი ძირითადად სიმაღლეში იზრდება. მინიმალური მოცულობა – 100 ლიტრი წყვილზე. ტემპერატურა 25-26 °С.

სკალარია

გურამი – აზიური ლაბირინთოვანი თევზი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჟანგბადით ღარიბ წყალში შეუძლია ბინადრობა. დანარჩენი იგივე, რაც სკალართან.

გურამი, თევზი

დანიო – ჯგუფური თევზი. ძირითადად გვხდება ხელოვნურად გამოყვანილი ვარდისფერი დანიო და დანიო-რერიო. წყლის ტემპერატურა 22-23 °С თუმცა 25-26 -ზეც მშვენივრად გრძნობენ თავს. აკვარიუმის მინ. მოცულობა 6-7 თევზის ჯგუფზე 50 ლიტრი.

დანიო

ლოკოკინები – ამპულარიები, კატუშკები და მელანიები. აკვარიუმში საჭმლის ნარჩენების, დამპალი მცენარეების და ბაქტერიული ნადების ჭამით სანიტარების როლს ასრულებენ. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ. არ უყვართ ”ძველი” ანუ რბილი და მჟავე წყალი, რომელშიც ნიჟარის აშენებისთვის საჭირო კალციუმის ნაკლებობაა. ამპულარია სუნქავს ატომსფერული ჰაერით და აკვარიუმიდან გაქცევა შეუძლია, ამიტომ საჭიროა აკვას დაფარვა.

იხილეთ შემდეგი გვერდი: თევზების სახეობები (გვერდი 2)