თევზების მოვლა

თევზების მოვლა

თევზების მოვლა შედგება მათი კვებისგან და წყლის ცვლისგან.
საკვებიდან ყველაზე პოპულარულებია გერმანულის ფირმების ტეტრა და სერას სპეც.საკვები. მაგალითად ტეტრა რუბინი, ტეტრა პრო ქოლორი (რომლებიც შეიცავენ ბუნებრივ მღებავ ნივთიერებებს – კაროტნოიდებს, რომლებიც წითელი ფერის თევზს უფრო მკვეთრ ფერს აძლევენ), ტეტრა მინი (ვიტამინიზირებული საკვები), ტეტრა ფილი და ტეტრა პრო ვეჯითეიბლი (მცენარეული საკვები) და ა.შ. თქვენს წყლის ბინადრებს სავარაუდოთ ჩამოთვლილთაგან ყველა დასჭირდება, აი რომელი და რა სიხშირით უნდა აჭამოთ, ეს უკვე თევზის ჯიშზეა დამოკიდებული. აგრეთვე კარგია რაციაონის ცოცხალი საკვებით გამდიდრება – მოტილი (კოღოს ჭუპრები), ტრუბოჩნიკი, დაფნია. ჭმევამდე პირველი ორის დამუშავებაა საჭირო. მოტილს 1-2 წუთით მარნგანცოვკის სუსტ ხსნარში რეცხავენ, რის შემდეგ ათავსებენ ჯამზე ან სხვა რამეზე და საყინულეში ყინავენ. თევზებისთვის მიცემამდე გაყინულ ნატეხს წყალში ალბობენ, შემდეგ წყალს აქცევენ და დარჩენილ ჭუპრებს აკვარიუმში ყრიან.
ტრუბოჩნიკის შენახვა ხდება სხვანაირად – იღებენ ჯამს, ყრიან შიგ ტრუბოჩნიკს და გამდინარე წყლის ქვეშ დგავენ. როცა ტრუბოჩნიკი გაიწმინდება, ის მუქი ფერის მაგვირად ვარდისფერი გახდება (ამისათვის დაახლოებით 1 კვირაა საჭირო), აი ეხლა კი უკვე შეგიძლიათ აჭამოთ თქვენი აკვას ბინადრებს.
ცოცხალი საკვების ჭმევა სისტემატური სახის ხასიათი არ უნდა მიიღოს. ძირითადად მშრალი მიაწოდეთ თევზებს, ცოცხალი კი კვირაში 2-3 ჯერ.

წყლის ცვლა – რაოდენობა და სიხშირე პირდაპირ დამოკიდებული თევზების რაოდენობაზე და სახეობაზე. ნორმალურ აკვარიუმში ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ტარდება, რომლის დროს აკვარიუმის მოცულობის ¼ იცვლება. რაც უფრო მეტი თევზია, მით უფრო ხშირი ან მოცულობიანია წყლის ცვლა.