თევზების არჩევა

თევზების შერჩევა

თევზების ყიდვამდე, კარგი იქნებოდა თუ დასაწყისისთვის ინტერნეტში ან ნაცნობ აკვარიუმისტებთან დაათვალიერებდით თევზებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდით თევზების არჩევანში. ყველაზე მთავარია, რომ ერთ აკვარიუმში მაცხოვრებელი თევზები დაახლოებით ერთნაირი ზომის იყვნენ, რადგან იმის მიუხედავად, მტაცებელი თუ არა თევზი, პირში რაც ჩაეტევა ყველაფერს ჭამს.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი – ერთბაშად ბევრი თევზი ნუ მოგყავთ. დასაწყისისთვის დაიკმაყოფილეთ თავი 4-5 თევზით, წყლის მცენარეებით და ლოკოკინებით (თუ გსურთ). შემდეგ უკვე ბინადრების მომრავლებაზე შეიძლება ფიქრი.

აკვარიუმი, თევზების არჩევა

მოდით მივყვეთ წესისამებრ:

  1. ვყიდლობთ აკვარიუმს. უმჯობესია აკვარიუმი იყოს მართკუთხა ფორმის, რომლის მოცულობაც დაახლოებით 150 ლიტრის ტევადობის იქნება. ის უფრო მოსახერხებელია გამოსაყენებლად და ასევე შესაძლებელს ხდის ლამაზად გავაფორმოთ. შუშა უნდა იყოს დაახლოებით 4მმ სისქის. თუ სახლში ბავშვებიც არიან, უმჯობესია აირჩიოთ პლასტმასის მასალის, ის აბსოლუტურად უსაფრთხოა და ადვილად მოვლადი.
  2. შემდეგ ვარჩევთ აკვარიუმის თავსახურს. მას აქვს დამცველობითი ფუნქციაც და ასევე ქმნის მასზე დამატებითი აღჭურვილობის დამაგრების შესაძლებლობას (იქნება ეს ნათურა, ფილტრი თუ კომპრესორი).
  3. ვყიდულობთ მიწას, მცენარეებს და აკვარიუმის სხვა გასაფორმებლებს. სანამ აკვარიუმში მოათავსებთ, აუცილებელია მათ გაუკეთდეს დეზინფექცია. მაგალითად, კენჭები შეიძლება ადუღებულ წყალში გავაჩეროთ. მცენარეების შეძენისას ასევე გასათვალისწინებელია რომელი ჯიშის თევზის ყოლას აპირებთ და უმჯობესია სწორედ ამის გათვალისწინებით შეიძინოთ მცენარეები.
  4. განათება აკვარიუმის ასევე მნიშვნელოვნი კომპონენტია. აუცილებელია რომ განათება იყოს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი ფერის.
  5. აკვარიუმის ფილტრი წმენდს წყალს და ამდიდრებს ჟანგბადით.

აკვარიუმის გასაწმენდად ასევე გამოიყენება გარკვეული ჯიშის თევზები. ასევე, ფრთხილად იყავით ზედმეტად ბევრი არ აჭამოთ თევზებს. ზედმეტი საკვები გროვდება აკვარიუმის ფსკერზე და იწყებს ლპობას, რაც იწვევს წყლის დაბინძურებას.

თევზების აკვარიუმში გაშვების წვრილმანები

თევზების აკვარიუმში გაშვების წვრილმანები

ზოომაღაზიაში თევზის არჩევის შემდეგ, იწყება ისეთი საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ამ თევზის ჩვენს აკვარიუმში გადაყვანას ეხება. უმრავლეს შემთხვევაში, დამწყები აკვარიუმისტები არ აქცევენ ყურადღებას ამ პროცედურას, რადგან უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და ეს ხშირ შემთხვევაში თევზის დაღუპვით მთავრდება. შემდეგ კი ზოომაღაზიის მიმართ პრეტენზია უჩნდებათ, ავადმყოფი თევზი მოგვყიდაო. ზოგჯერ კი საერთოდ უქრებათ სურვილი აკვარიუმის ქონის. ასეთ შედეგებამდე რომ არ მივიდეს საქმე, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
– პირველ რიგში , რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიყვანოთ შეძენილი თევზი სახლში, განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდში. ეს მეტად თბილი წყლის თევზებს ეხება, რადგან, წყლის ტემპერატურა სწრაფად დაიწყებს ვარდნას , ხოლო ტემპერატურის არასტაბილურობა, ცუდად აისახება თევზის ჯანმრთელობაზე. ხოლო, თუ თევზის გადაყვანა უნდა მოხდეს შორ მანძილზე, მაშინ აუცილებელია გადასაყვან კონტეინერში ჩაიდოს ჟანგბადის კომპრესორი, უჟანგბადობით რომ არ დაიღუპოს თევზი. მსგავსი კომპრესორები, რომლებსაც არ სჭირდებათ დენის წყარო და მუშაობენ ელემენტებზე, იყიდება ზოომაღაზიებში.


სახლში მიყვანის შემდეგ, იწყება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, თევზის აკვარიუმში სწორად გადაყვანის პროცედურა.


ხშირად თევზს ზოომაღაზიაში სვამენ პარკში და ისე ატანენ მყიდველს. აკვარიუმისტი უნდა მოიქცეს შემდეგნაირად, ამ პარკს გაუხსნდელად ჩაკიდებს აკვარიუმში, რათა პარკში წყალი გაუთანაბრდეს აკვარიუმის ტემპერატურას. 5 წუთის შემდეგ ეს პარკი უნდა გაიხსნას და ჩაემატოს ცოტა რაოდენობით აკვარიუმის წყალი. დაახლოვებით ხუთ წუთში კიდევ უნდა ჩაემატოს უფრო მეტი წყალი, ხოლო მეორე ჩამატებიდან 5 წუთში, შეგვიძლია თევზი გავუშვათ აკვარიუმში, რადგან, იგი უკვე მიჩვეული იქნება აკვარიუმის წყლის ტემპერატურას და შემადგენლობასაც, შესაბამისად, არ დაემართება სტრესი ახალ გარემოში უცაბედად მოხვედრის გამო.

ამ პროცედურების დაცვის შემთხვევაში, ძალიან ნაკლებ შანსია თევზის სიკვდილიანობის და ჯანმრთელობის დასუსტების, რაც ასე ხშირია თევზის აკვარიუმის წყალთან შეუჩვევლად ჩასმის შემთხვევაში.