თავსებადობა

თევზების თავსებადობა

ყველაზე გავრცელებული შეცდომა რასაც დამწყებები უშვებენ არის სხვადასხვა, ერთმანეთთან შეუთავსებელი თევზის ერთ აკვარიუმში ჩასმა. ასეთმა შეუთავსებლობამ კი თევზების სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. განვიხილოთ რა სახის შეუთავსებლობები არსებობს:

  • თევზების ჟინიანობა – არ ღირს რომ ერთ აკვარიუმში იყოს კაპრიზული, ეგზოტიკური თევზი და უბრალო თევზი, რომელიც გადასარევად ძლებს რთულ პირობებშიც კი. დროთა განმავლობაში შედეგად შეიძლება მივიღოთ უფრო კაპრიზული და ჟინიანი თევზის სიკვდილი.
  • ტემპერატურა – არსებობს სითბოს მოყვარული თევზები და ისეთები, რომლებიც ცივ წყალს ამჯობინებენ. ორივე სახის თევზების ერთ პირობებში მოთავსება სამწუხარო შედეგებამდე მოგვიყვანს.
  • მტაცებლური, აგრესიული თევზები და მშვიდი თევზები. ამ ორის შეთავსებაც წარუმატებელი იქნება, რადგან აგრესიული თევზი შეაშინებს უფრო მშვიდს. თუ თევზი მტაცებლური ჯიშისაა მან თევზის სხვა სახეობა შეიძლება საკვებადაც კი აღიქვას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია იმის ცოდნაც, რომ გუნდურად მცხოვრები ჯიშის მქონე თევზი არ გვყავდეს მხოლოდ ერთი ცალი, არამედ რამდენიმე, რათა მათ გუნდურად იცურონ. შედეგად ისინი უფრო დიდხანს და დაცულად იცხოვრებენ.

როდესაც არჩევთ თევზებს, პირველ რიგში განსაზღვრეთ რომელი მათაგანი გინდათ გყავდეთ და გაესაუბრეთ სპეციალისტს, თუ რამდენად თავსებადი არიან ისინი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ აკვარიუმის ბინადარნი

თევზების თავსებადობა, ცხრილი