თევზების კვება, საკვების მიმოხილვა – Aquarium.ge

თევზების კვება, საკვების მიმოხილვა

თევზების კვება, საკვების მიმოხილვა

საკვების მიმოხილვა

თანამედროვე აკვარიუმისტიკის (და არა მარტო თანამედროვესი) ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ეხება თევზების კვებას. რა, რამდენი და რამდენჯერ ვაჭამოთ ჩვენ ფარფლებიან მეგობრებს? დავიწყოთ მშრალი საკვების მიმოხილვით.

მშრალი დაფნია
მშრალი დაფნია

საკმაოდ ხშირად ბაზარზე გაყიდვაში შეგვიძლია ვნახოთ მშრალი დაფნია, რომელიც რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საკვები არის. იმის გარდა, რომ არ გააჩნია თითქმის არანაირი კვებითი ღირებულება, მშრალი დაფნია არის ძნელად მოსანელებელი საკვები და აზიანებს თევზის კუჭს. ამიტომ, არასოდეს არ აჭამოთ ის თევზებს, როგორც არ უნდა გარწმუნებდეთ.
პრაქტიკულად იგივე შეიძლება ითქვას გამშრალ გამარუსზე.

ფარელა

გამშრალი დაფნიის და გამარუსის მსგავსად, გაყიდვაში საკმაოდ ხშირად არის ე.წ. ”ფარელა”, რომელიც მაღალკალორიულ, პროტეინებით სავსე საკვებს წარმოადგენს, რომელსაც პირველ რიგში სარეწაო თევზის ლიფსიტების სწრაფი გაზრდისთვის იყებენ. აკვარიუმისტიკაში იშვიათად იყებენ დიდი ამერიკული ციხლიდების ლიფსიტების გაზრდისთვის, თუმცა ზალიან არასასურველი ზრდასრული თევზის კვება ამ საკვებით, იმიტომ რომ გასუქებას იწვევს. მითუმეტეს, დღესდღეობით სპეციალური ფირმული ხარისხიანი საკვების საკმაოდ ფართო არჩევანი გვაქვს. განვიხილოთ რამოდენიმე.

ტეტრას მშრალი საკვები (Tetra, გერმანია)


ტეტრამინი (TetraMin) – უნივერსალური, ადვილად მოსანელებელი საკვები აკვარიუმის პრაქტიკულად ყველა თევზის სახეობისათვის. იყიდება ფერადი ფირფიტების სახით.

ტეტრამინი (TetraMin)

ტეტრადისკუსი (TetraDiscus) – გრანულირებული საკვები დისკუსებისთვის, რომელსაც მშვენივრად მიირთმევს აკვარიუმის აბსოლუტურად ნებისმიერი თევზი. გრანულების მცირე ზომა ძალიან მოსახერხებელია მცირე ზომის თევზების კვების დროს.

ტეტრადისკუსი (TetraDiscus)

ტეტრაციხლიდი (TetraCichlid) – მაღალხარისხიანი ძირითადი საკვები დიდი ზომის მტაცებელი თევზებისთვის. საკმაოდ მაღალკალორიული და ასევე მცენარეული დანამატების შემცველი საკვები. იბერება წყალში დალბობისას, ამიტომ ჭმევის წინ მიზანშეწონილია ტეტრაციხლიდის წინასწარი დალბობა. ტეტრაციხლიდი ასევე წარმოადგენს მშვენიერ საწყის საკვებს ციხლიდების უმეტესობის და ცოცხალმშობიარე თევზების ლიფსიტებისთვის. უშვებენ როგორც სტიკების, ასევე ფირფიტების სახით, თუმცა ჩვენთან მხოლოდ სტიკების სახით იშოვება.

ტეტრაციხლიდი (TetraCichlid)

ტეტრაპრო ვეჯითეიბლი (TetraPro Vegetable) – მაღალხარისხიანი მცენარეული საკვები სპირულინას მაღალი შემცველობით. წარმოადგენს ძირითად საკვებს მცენარეჭამია თევზებისთვის (ძირითადად აფრიკული ციხლიდებისთვის) და დამატებით საკვებს სხვა თევზებისთვის. უშვებენ ფირფიტების სახით. აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემის ფუნქციონირებას

ტეტრაპრო ვეჯითეიბლი (TetraPro Vegetable)

ტეტრაპრო ქოლორი (TetraPro Colour) – უნივერსალური საკვები, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თევზის ბუენბრივი შეფერილობის გამკვეთრება. შეიცავს ბუნებრივ მღებავ ნივთიერებებს და ფაქტიურად წარმოადგენს ტეტრარუბინის (TetraRubin) გაუმჯობესებულ ვარიანტს. იყიდება ფირფიტების სახით.

ტეტრაპრო ქოლორი (TetraPro Colour)

ტეტრა პლეკომინი (Tetra Plecomin) – ტაბლეტების ფორმის მქონე მცენარეული საკვები ფსკერის თევზებისთვის.

ტეტრა პლეკომინი (Tetra Plecomin)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *