როგორ შევინარჩუნოთ წყლის სითბო თევზ ბეტასთვის (მამლაყინწასთვის)? – Aquarium.ge

როგორ შევინარჩუნოთ წყლის სითბო თევზ ბეტასთვის (მამლაყინწასთვის)?

მამლაყინწა, ბეტა, სიამის მოჩხუბარი

ბეტა, იგივე მამლაყინწა ან “სიამის მოჩხუბარი” აკვარიუმის მოყვარულებისათვის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, გამორჩეული ფერების მქონე და მარტივად მოსავლელი თევზი. თავდაპირველად ის აზიაში, ბრინჯის პლანტაციების წყლის არხებში აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი აკვარიუმისათვის უამრავი ჯიში გამოიყვანეს განსხვავებული ფერითა და ზომით. ხასხასა შეფერილობის გამო ის დამთვალიერებლისა თუ მყიდველის ყურადღებას ყოველთვის იქცევს. ბეტას ყოლა და მოვლა შეიძლება ჩაითვალოს სახალისო და სასიამოვნო გამოცდილებად. იმისათვის რომ სწორად მოვუაროთ ამ თევზს, ერთ-ერთი საჭირო რამაა აკვარიუმის ტემპერატურაზე ზრუნვა. თევზი ბეტა საკმაოდ მგრძნობიარეა იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობს და წყლის ზედმეტად სიცივემ ან გაცხელებამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას. იმისათვის რომ სწორად დარეგულირდეს ტემპერატურა აკვარიუმში და თევზის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, აქ წარმოდგენილია ორი მეთოდი.

მეთოდი 1:

ტემპერატურის შენარჩუნება ავზში

ტემპერატურის შენარჩუნება აკვარიუმში

1. დაამონტაჟეთ გამათბობელი ავზში. უნდა გაათბოთ წყალი, რათა თქვენი თევზი ბეტა ჯანმრთელად იყოს. ამისათვის კი საჭიროა გამათბობელი თქვენი ავზისთვის. გამათბობლის ტიპი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელაა თქვენი აკვარიუმი. მოსალოდნელია რომ ახლო მდებარე ზოომაღაზიაში ორი ძირითადი სახის გამათბობელი იქნება ხელმისაწვდომი.

  • ავზი რომლის ზომაც 2.5 გალონის ტევადობაზე მეტია (1 გალონი უდრის მიახლოებით 4 ლიტრს) შესაძლებელია წყალქვეშ დასაყენებელი გამათბობლის დაყენება.
  • ავზებისთვის რომელთა ზომაცაა 2.5 გალონიდან 5 გალონს შორის საჭიროა 25 ვატი სიმძლავრე. 10 გალონის ტევადობის ავზის შემთხვევაში 50 ვატი სიმძლავრის გამათბობელი.
  • ავზებისთვის რომელთა ზომაც ნაკლებია 2.5 გალონის ტევადობაზე, 7.5 ვატის სიმძლავრის გამათბობელი ხელსაწყო (Pad) გამოიყენება. ეს ხელსაწყოები (Pad) არ არეგულირებს ტემპერატურას, ამიტომ ხშრად ხდება საჭირო ავზის ტემპერატურის შემოწმება.
  • სანათები არაა საუკეთესო გამოსავალი თევზ ბეტასთვის, რადგან ამ თევზს არ სიამოვნებს მკვეთრი სინათლე.
აკვარიუმის თერმომეტრი

2. დაუმაგრეთ თერმომეტრი ავზს. ყველაზე მატივი გზა რომ თვალი ადევნოთ თევზ ბეტას აკვარიუმის ტემპერატურას არის თერმომეტრის დაყენება. თერმომეტრი კი უნდა იყოს სპეციალურად ავზის წყლის ტემპერატურის გასაზომად შექმნილი. მას შემდეგ რაც თერმომეტრი დამონტაჟებულია, ადვილადაა შესაძლებელი იმის შემოწმება თუ რამდენად შესაფერისი გარემო აქვს შექმნილი თქვენს თევზ ბეტას.

  • ტემპერატურა უნდა მერყეობდეს ფარენჰეიტის 76-დან 80 გრადუსამდე ან 24-დან 26 გრადუს ცელსიუსამდე.
  • თერმომეტრი დაამონტაჟეთ ისეთ ადგილას, რომ ადვილი იყოს მისი მაჩვენებლების ნახვა.
  • თერმომეტრები რომლებიც აკვარიუმის გვერდითა ნაწილზე არის მიმაგრებული, არის შემთხვევები რომ არც ისე სწორადაა დამონტაჟებული და ეს საძნელოს ხდის მის გამოყენებას.
აკვარიუმის ადგილი

3. მოათავსეთ ავზი კარგ ადგილას. განაზღვრეთ თუ სად შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი თქვენს სახლში აკვარიუმის განსათავსებლად. მოძებნეთ ისეთი ადგილი, რომელიც უფრო სტაბილურია ტემპერატურის მხრივ და ბუნებრივად უწყობს ხელს ტემპერატურის შენარჩუნებას თქვენს ავზში.

  • მოერიდეთ ავზის განთავსებას ისეთ ფანჯარასთან, რომელიც იმის მიუხედავად რომ დაკეტილია, მაინც ატარებს ჰაერს. ასევე, მოერიდეთ ავზის განთავსებას სახლის იმ ადგილებში, სადაც გრილა.
  • არ დადგათ აკვარიუმი გამათბობელის გვერდით.

მეთოდი 2:

დამატებითი ზრუნვა

წყლის ხარისხი აკვარიუმში

1. წყლის ხარსხის შენარჩუნება ავზში. ბეტას აკვარიუმშიგარდა წყლის ტემპერატურაზე თვალყურის დევნებისა, ასევე საჭიროა წყლის სხვა ასპექტებზე ყურადღების გამახვილება. იმისათვის რომ იყოს თევზისთვის ჯანსაღი გარემო, ყურადღება მიაქციეთ წყლის ამ მახასიათებლებს:

  • pH მაჩვენებლის (მჟავა-ტუტოვანი ბალანსი) ნახვა შესაძლებელია ლაკმუსის ქაღალდის გამოყენებით. რისი ყიდვაც შესაძლებელია შინაური  ზოომაღაზიების უმრავლესობაში, რომელშიც ყიდიან აკვარიუმსა და თევზებს. ავზის წყალი უნდა იყოს Ph მაჩვენებლის ნეიტრალურ, შუა დონეზე რაც გულისხმობს 7-ს.
  • ავზი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და საერთოდ არ შეიცავდეს ქლორს. ზოომაღაზიაში შესაძლებელია ჰქონდეთ დექლორირების ტაბლეტები.
  • თუ შესაძლებელია აკვარიუმში ჩასხმამდე წყალი 24 საათის განმავლობაში გააჩერეთ მდგარ მდგომარეობაში. ეს ხელს შეუწყობს იმ აირების გამოდევნას, რომლებმაც შეიძლება ავნოს თევზს.
აკვარიუმის გაწმენდა, აკვარიუმში წყლის შეცვლა

2. გაწმინდეთ აკვარიუმი. ბეტას აკვარიუმისრეგულარული წმენდა ესაა სავალდებულო, რათა სწორად მოუაროთ თქვენს თევზს. რამდენად ხშირად უნდა გაწმინდოთ აკვარიუმი ეს დამოკიდებულია ავზის ზომაზე.

  • 1 გალონის ტევადობის ავზი უნდა გაიწმინდოს ყოველ მე-3 დღეს. 2,5 გალონის ტევადობის ავზი ყოველ მე-5 დღეს. 5 გალონი ტევადობის ავზი კი ყოველ მე-7 დღეს.
  • ყურადღება მიაქციეთ ავზის ტემპერატურის ნიშნულს. ახალი წყლის ტემპერატურა უნდა დაამთხვიოთ მანამდე არსებულს.
  • ამოიყვანეთ თევზი და ჩასვით ისეთ კონტეინერში, რომელშიც იქნება გარკვეული ოდენობის ავზის წყალი.
  • გადმოაქციეთ ძველი წყალი ავზიდან.
  • გარეცხეთ ავზი და მასში არსებული ყველა ატრიბუტი თბილი წყლით. გაწმინდეთ ავზის შიდა ნაწილი ქაღალდის ან ნაჭრის ხელსახოცით.
  • განათავსეთ ატრიბუტები ისევ ავზში და ავსეთ აკვარიუმი სუფთა, დექლორირებული წყლით.
  • ავზის ტემპერატურა გაზარდეთ იქამდე, როგორიც იყო მასში მანამდე არსებული წყალი.
  • მიეცით თქვენს თევზს აკლიმატიზაციის საშუალება. კონტეინერი, რომელშიც თევზია განათავსეთ აკვარიუმში და დაახლოებით 5 წუთის გასვლის შემდეგ დაამატეთ კონტეინერის წყალს ავზის ახალი წყალი.
  • მას შემდეგ რაც თევზმა აკლიმატიზაცია გაიარა, შეგიძლიათ გაუშვათ ავზში.
თევზის ჯანმრთელობა

3. ყურადღება მიაქციეთ თქვენი ბეტას ჯანმრთელობას. აკვარიუმში არსებულ ტემპერატურაზე თვალყურის დევნების გარდა, ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ავადმყოფობის ნიშნებს. ეს ნიშნები კი გაჩვენებთ საჭიროა თუ არა ბეტას ავზში რამის გამოსწორება. ავადმყოფობის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

  • ფარფლების ლპობა, რაც გამოიხატება დაზიანებულ, გაცვეთილ, არაჯანსაღი შესახედაობის ფარფლებში, რაც გამოწვეულია ავზში არსებული ჭუჭყიანი წყლით. გაწმინდეთ ავზი და აავსეთ სუფთა წყლით, რომ შეაჩეროთ ფარფლების ლპობა.
  • ცურვისას თევზს ექმნება შეფერხება, უჭირს ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ეს იქნება ყვინთვა, გვერდზე გაცურვა თუ ზედაპირზე ასვლა. ეს ჩვეულებრივ გამოწვეულია კონსიპაციით, მაგრამ ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, პარაზიტით ან ჭრილობით.
  • სოკოვანი ინფექცია, რომელიც გამოიხატება ბუნდოვანი, თეთრი წანაზარდით ბეტაზე. ამას უშველის ანტიბიოტიკი, ტემპერატურა ფარენჰეიტის 74 გრადუსზე ან 23 გრადუს ცელსიუსზე და ასევე შეიძლება უშველოს აკვარიუმში მარილის დამატებამ.
  • დაავადება როდესაც თევზს თვალი აქვს შესიებული. მკურნალობა გამოიხატება ავზის გაწმენდაში, ტემპერატურის გაზრდით ფარენჰეიტის 84 გრადუსამდე ან 28 გრადუს ცელსიუსამდე და 1/8 ჩაის კოვზი ინგლისური მარილის დამატებით ყოველ 5 გალონ წყალზე ავზში.

საინტერესო ფაქტები ბეტას შესახებ

ბეტა მოჩხუბარი თევზია

ბეტა მოჩხუბარი თევზია
ფოტო: subin pumsom / Shutterstock

მამრი მამლაყინწების ორთაბრძოლა ერთგვარ სპორტად ითვლებოდა ტაილანდში. ადამიანები თევზების ჩხუბის ყურებით ერთობოდნენ და ფსონებსაც დებდნენ საკუთარ ფავორიტზე.

კონფლიქტები რომ თავიდან აირიდოთ, სჯობს ბეტას სახეობის ორი თევზი ერთად არ იყოლიოთ. აკვარიუმში მხოლოდ ერთი მამრი მოათავსეთ, ხოლო დედალი შეგიძლიათ ჩასვათ მაშინ, როდესაც სქესობრივი მომწიფების დრო დადგება.

ბეტა მტაცებელია

ბეტა მტაცებელია
ფოტო: Csehak Szabolcs / Shutterstock

ბეტა მტაცებელი თევზია. ის კარგად ნადირობს მწერებზე, მომცრო ზომის თევზებსა თუ ლიფსიტებზე. თუ დაინახავთ, რომ ბეტა მცენარის ფესვებში დაცურავს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი თევზი ძალიან მშიერია და საკბილოს ეძებს.

აკვარიუმში ბეტა მიირთმევს როგორც ცხოველურ, ისე მშრალ და კომბინირებულ საკვებს. 
ცხოველურს მიეკუთვნება კოღოს ჭუპრები, მწერები და ა.შ, ხოლო მშრალ და კომბინირებულ საკვებს – სპეციალური ბურბუშელა, ფანტელები

ქვირითს ძირითადად მამრი ბეტა პატრონობს

ბეტა თევზის ქვირითობა
ფოტო: mnoor / Shutterstock

ქვირითის მოვლა-პატრონობა ძირითადად მამრი ბეტას პასუხისმგებლობაა, რადგან მდედრმა შეიძლება ნაყოფი უბრალოდ შეჭამოს. მამრი ბეტა ბუდეს ჰაერის ბუშტუკებით აკეთებს და ზრუნავს ქვირითზე, სანამ ლიფსიტები არ დაიჩეკებიან. 

სარკით ნებისმიერ ბეტას გააცურებთ

ბეტა სარკეში აგრესიული
ფოტო: PooPix / Shutterstock

ბეტას შესანიშნავად შეუძლია გამოსახილების შემჩნევა სარკეში, ოღონდ საკუთარი ანარეკლი მეტოქე მამრი ჰგონია და საბრძოლო მზადყოფნაში მოდის. ამას მისი ფარფლების აგრესიული მოძრაობით მიხვდებით. თუ სარკეს მოაცილებთ, თევზი ჩათვლის, რომ მოწინააღმდეგე შეაშინა და ამაყად გაცურავს აკვარიუმის სიღრმეში.

ბეტას ძალიან უყვარს სივრცე

ბეტას ძალიან უყვარს სივრცე
ფოტო: punnaphob / Shutterstock

არსებობს მოსაზრება, რომ ბეტა ჭიქაშიც ბედნიერად გრძნობს თავს. მას ნამდვილად შეუძლია გარკვეული პერიოდი იარსებოს ატმოსფერული ჟანგბადით, მაგრამ თევზებთან ასეთი მოპყრობა არ შეიძლება. ბეტას ძალიან უყვარს ცურვა, დიდი სივრცე და მცენარეების უკან შემალვა. კარგი იქნება, თუ საცხოვრებელ გარემოში ჩაამატებთ ქვებსა და სხვა აქსესუარებს. ეცადეთ, აკვარიუმი არ იყოს დახურული თავსახურით და წყალმცენარეები ზედაპირს არ ფარავდნენ. ასე, ბეტა ბევრად კომფორტულად იცხოვრებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *