თერმორეგულაცია

თერმორეგულაცია

ბუნებრივ წყლებში თევზი უფრო ადვილად ადაპტირდება წყალში ტემპერატურის ცვლილებისას, რადგან ეს მათი ბუნებრვი ჰაბიტატია. დიახ, წყლის სივრცის ფართობი იმედენად დიდია, რომ ტემპერატურა თანდათანობით იცვლება, რაც თევზს ხელს უწყობს ადაპტაცაში.

აკვარიუმში სიტუაცია განსხვავებულია: პატარა მოცულობის აკვარიუმში უფრო მალე იცვლება ტემპერატურა და უფრო დიდია თევზისთვის დაავადებების განვითარება. ახალბედა აკვარიუმისტებმა უნდა გაითვალისწინონ და დაარეგულირონ წყლის ტემპერატურა აკვარიუმში.

აკვარიუმში სასურველია წყლის ტემპერატურის შენარჩუნება, ცხოვრების გარკვეული პირობების გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ერთიდაიგივე თვისებები აქვთ, ზოგი თევზი ცივ წყალში ბინადრობს ზოგი კი თბილში.

თბილი წყლის თევზები შეიძლება დაიყოს 2 (ორ) სახეობად: მცირე რაოდენობით O2 და რომელთაც ჟანგბადის დიდი რეზერვი სჭირდება.

ცივი წყლის თევზები ადვილად ადაპტირდებიან სხვადასხვა ტემპერატურაზე, მაგრამ საჭიროებს ჟანგბადის დიდ რაოდენობას. დამწყებთათვის რეკომენდირებულია პატარა ზომის აკვარიუმი, ჟანგბადის დაბალი მოთხოვნილებით, თბილი წყლის თევზებით. დიდი აკვარიუმის შემთხვევაში, უმჯობესია თავიდან ცივი წყლის თევზებით დაიწყოთ. აკვარიუმში

აკვარიუმის წყლის გამათბობელი

წყლის ოპტიმალური ტემპერატურა

ტემპერატურის პარამეტრების განსაზღვრა შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგნაირად:

წყლის ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც თევზისთვის საუკეთესო პირობას ქმნის არის 220-დან 260C-მდე.

260C-ზე მაღლა ტემპერატურის მატება დასაშვებია 2-40° C ით, თუ ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს.

რა უნდა გავაკეთო, როდესაც აკვარიუმში ტემპერატურა მცირდება?

აკვარიუმში წყლის ტემპერატურის ცვლილება

წყლის ტემპერატურის შემცირების მიზეზი შეიძლება გახდეს სავენტილაცო ოთახი. შეძლება ვერც კი შეამჩნიოთ რომ თევზი ავად გახდა. ტემპერატურის მომატება შეგვიძლია რამდენიმე მეთოდით:

თუ თქვენ გაქვთ ტემპერატურის მარეგულირებელი, გაგიმართლათ, მიუთითეთ სასურველი პარამეტრები და ავტომატურად გაათბობს წყალს.

თქვენ შეგიძლიათ აუზში ჩაასხათ ანადუღარი წყალი (აკვარიუმის საერთო მასის მაქსიმუმ 10%), მაგრამ ეს უნდა მოხდეს ძალიან ნელა, მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში.

ეს მეთოდი მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან ყველა თევზი ვერ ეგუება ცხელ წყალს, საუკეთესო ვარიანტი არის პლასტმასის ბოთლი, რომელიც იქნება ნახევრად სავსე თბილი წყლით, რომ იტივტივოს. ეს მეთოდი წყალს შედარებით ნელა გაათბობს.

თუ თევზი ძალიან ცუდად არის, შეურიეთ წყალში კონიაკი ან არაყი, 1 ჩაის კოვზი (14,0 მილილიტრი) – 100 ლიტრ წყალზე, ეს მეთოდი ოდნავ მოაძლიერებს თევზს, მაგრამ გაითალისწინეთ, აკვარიუმი მალევე უნდა გარეცხოთ.

როგორ შევამციროთ ტემპერატურა ავზში?

ტემპერატურის ცვლილება აკვარიუმში

წყალში ტემპერატურის მატება მრავალი მიზეზით შეიძლება მოხდეს. თავის არიდების მიზნით უნდა გავითალისწინოთ აკვარიუმის ადგილმდებარეობა, განათება, გამათბობელზე პარამეტრები, ოთახის ტემპერატურა… ეცადეთ წყლის ტემპერატურა 300° მდე აკონტროლოთ, სხვაგვარად აკვარიუმი გადაიქცევა ქოთნად.

თევზის გადარჩენა ამ სიტუაციაშიც პოლიეთილენის ბოთლით არის შესაძლებელი, ბოთლში ცივი წყალი, ან ყინული უნდა ჩავყაროთ.ჩართეთ კომპრესორი სანამ ტემპერატურა არ დარეგულირდება, გაძლიერებული აერაცია თევზს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მისცემს, რომ არ დაიღალოს.

წყალბადის პეროქსიდი 1 გრამი 100 ლიტრ წყალზე, ხელს შეუწყობს წყლის ჟანგბადით გამდიდრებას. ამ მეთოდით ასევე აკვარიუმში პარაზიტებს გაანადგურებთ.

ასევე იხილეთ ბმული:
როგორ შევინარჩუნოთ წყლის სითბო თევზ ბეტასთვის (მამლაყინწასთვის)?