აკვარიუმის დადგმა, საჭირო აპარატურის დაყენება და გაშვება

აკვარიუმის გაშვება

აკვარიუმის შერჩევის შემდეგ, საჭიროა მისი სწორ ადგილზე დადგმა.
აკვას მოთავსებამდე, კარგი იქნება მის ქვეშ პენოპლასტის ან რაიმე ნაჭერის დადება. ეხლა, როცა ავკა მოთავსებულია თავის კუთვნილ ადგილზე, ფსკერზე ვყრით გრუნტს (კენჭებს), შემდეგ ვასხავთ წყალს. ამის შემდეგ ვამაგრებთ ფილტრს, რომელიც მთლიანად უნდა იყოს ჩაძირული წყალში, და ვრთავთ მას. თუ თბილი წყლის თევზების ყოლას აპირებთ, მაშინ აგრეთვე გამათბობლის დაყანებაა საჭირო.

ბევრი აკვარიუმის თევზისთვის ოპტიმალურია 25-26 °С წყალი, ამიტომ გამათბობლის სკალის მიხედვით ვანეყებთ ტემპერატურას 25-26 გრადუსზე.
ამ ოპერაციების ჩატარების შემდეგ ალბათ ყველას უჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მალე გაუშვას მომავალი ბინადრები, რაც ხშირად აკვარიუმისტისთვის პირველი და თევზისთვის ბოლო შეცდომაა. თევზების გაშვებამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის, ან კვირის მოცდაა საჭირო, სანამ გრუნტში და წყალში დასახლდებიან და გამრავლდებიან საჭირო სასრგებლო ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები.
თევზების გაშვების დროს თვითონ შეატყობთ. პირველ დღეებში წყალი აკვარიუმში აიმღვრევა, გახდება არაგამჭირვალე, რაც ბაქტერიების ჭარბი გამრავლებით აიხსნება, შემდეგ კი 2-3 დღეში გაიწმინდება. ამ პროცესს აკვარიუმის გაშვება ჰქვია. ეს კი უკვე შემდეგ ეტაპზე გადასვლის მანიშნებელია.