აკვარიუმის საიმედოობა – Aquarium.ge

აკვარიუმის საიმედოობა

მყარი, გამძლე აკვარიუმი – არის არა მხოლოდ სქელი მინები და ხარისხიანი სილიკონის წებო. აკვარიუმის საიმედობა დამოკიდებულია ერთმანეთთან დაკავშირებული 3 კომპონენტის ხარისხსა და მდგომარეობაზე:

სამივე კომპონენტი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ მისაღებ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ ადრე თუ გვიან აკვარიუმიდან წყალი გაჟონავს. კერძო სახლში 2-3 ასეული ლიტრი წყლის გაჟონვის შედეგად გამოწვეული ზარალი, უმეტეს შემთხვევაში, შემოიფარგლება აკვარიუმის სადგამისა და ხის იატაკის დაზიანებით. მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ზედა სართულზე მომხდარმა ასეთმა ინციდენტმა კი შეიძლება ქვედა რამოდენიმე სართულის ბინა დააზიანოს და ბუნებრივია, რომ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი, აკვარიუმის მფლობელი იქნება…

ამიტომ, აკვარიუმის შეძენემდე, გირჩევთ გულდასმით შეაფასოთ ბინის იატაკის და აკვარიუმისთვის გათვალისწინებული სადგამის მდგომარეობა. ამისთვის შეგიძლიათ ჩვენი სპეციალისტიც დაიხმაროთ. აკვარიუმის შეკვეთის შემდეგ (აკვარიუმის დამზადების ღირებულების გადახდამდე) დაგიკავშირდებათ ჩვენი ოსტატი, რომელიც აუცილებლად გამოგკითხავთ ინფორმაციას იატაკის/სადგამის სახეობისა და მდგომარეობის შესახებ. იმავდროულად, იგი შემოგთავაზებთ იატაკისა და სადგამის მდგომარეობის პირადად შეფასებას (ოსტატის თქვენთან ვიზიტი უფასოა).

იატაკი

იატაკი დამზადებული უნდა იყოს მყარი მასალისგან. დაუშვებელია აკვარიუმის სადგამის განთავსება კაუჩუკის ან საცობის მასალისგან დამზადებულ იატაკზე.

იატაკი არ უნდა იყოს დრეკადი. იატაკის მინიმალური დრეკადობით გამოწვეული საზიანო ეფექტი შეიძლება გაბათილდეს მეტალოკარკასის სადგამის გამოყენებით და აკვარიუმის შედგენილი (2 ან მეტი ნაწილისგან შემდგარი) ფსკერით. მნიშვნელოვანი დრეკადობის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ იატაკის კაპიტალური გამაგრებით. დრეკადობის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია კოჭებზე დამაგრებული ხის იატაკის მქონე ძველ სახლებში.

მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის დაცული იატაკის ჰორიზონტალურობის დონე. მიღებული სტანდარტის მიხედვით იატაკის 1 მეტრზე ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 3 მმ-ს. თუ იატაკი არადრეკადია, სადგამის მონტაჟისას ეს პარამეტრი იოლად გამოსწორებადია უფრო დიდი ცდომილების შემთხვევაშიც კი.

სადგამი

აკვარიუმის სადგამი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მყარად დგას იატაკზე
  • ფეხები ან საყრდენები თავისუფლად უძლებს სავსე აკვარიუმის წონას
  • ზედაპირი მაქსიმალურად ჰორიზონტალურია და არ იდრიკება სავსე აკვარიუმის წონის ქვეშ

ჩვენი კარადა-სადგამების მახასიათებლები:

კარადა-სადგამის კარკასს წარმოადგენს კვადრატული მილისგან დამზადებული ლითონის კონსტრუქცია (მეტალოკარკასი), რომელიც სადგამს საჭირო სიმტკიცესა და სიმსუბუქეს აძლევს. კარკასის ასაწყობად გამოიყენება შედუღება (და არა ჭანჭიკები), რაც მატებს მას გამძლეობას (ხანგრძლივი გამოყენების პერსპექტივაში).

სადგამი იატაკს ეყრდნობა ქვედა მხარის მთელი პერიმეტრით, რაც ხელს უწყობს იატაკის ზედაპირზე სიმძიმის თანაბარ გადანაწილებას.

კარადის გარე კედლებისა და შიდა ტიხრების დასამზადებლად გამოიყენება ლამინირებული მერქან–ბურბუშელოვანი ფილა (დსპ). კარადის ზედა ნაწილი მზადდება წყალგამძლე მასალისგან. გვერდითა კედლები არ არის მიმაგრებული კარადის ზედა (აკვარიუმის საყრდენ) ნაწილთან. ეს საშუალებას გაძლევთ კარადის კედლის დაზიანების ან სახლის ინტერიერის განახლების სურვილის შემთხვევაში გამოცვალოთ კარადის კედლები აკვარიუმის დემონტაჟის გარეშე

P.S. კარადის დიზაინი და ფერი შეგიძლიათ შეარჩიოთ ჩვენი კატალოგიდან.

აკვარიუმი

აკვარიუმების მახასიათებლები:

  • აკვარიუმი მზადდება სავიტრინე სილიკატური მინისგან. დამკვეთის სურვილის შემთხვევაში მასალად გამოიყენება ულტრაგამჭვირვალე მინა.
  • არ გამოიყენება სიმტკიცის განივი სარტყლები, რომლებიც მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის აკვარიუმის მფლობელს და ართულებს აკვარიუმის მოვლას.
  • გამჭვირვალე ან შავი ფერის სააკვარიუმე სილიკონის ჰერმეტიკი, რომელიც უძლებს მნიშვნელოვან დატვირთვებს და უვნებელია ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
  • აკვარიუმის კედლები განლაგებულია ფსკერის გარშემო. ამგვარი კონსტრუქცია კედლების ფსკერზე განლაგების მეთოდთან შედარებით მეტი სიმტკიცით გამოირჩევა.
  • აკვარიუმსა და სადგამს შორის თავსდება რბილი ქვეშაგი, რომელიც აკომპენსირებს სადგამის ზედაპირის უსწორმასწორობას და ზრდის აკვარიუმის საიმედობას.
აკვარიუმის საიმედოობა