აკვარიუმის სადგამის დამზადება – Aquarium.ge

აკვარიუმის სადგამის დამზადება

კატალოგი 

კვარიუმის სადგამის საყრდენს წარმოადგენს ფოლადის კვადრატული მილისგან დამზადებული კარკასი. ერთის მხრივ, ასეთი კონსტრუქცია ჩვეულებრივ ხის კარადაზე გაცილებით მყარია. მეორე მხრივ – საკმაოდ მსუბუქი და კომპაქტურია. კარკასი შეფუთულია ლამინირებული მერქან–ბურბუშელოვანი ფილებით (დსპ). აკვარიუმის საყრდენი ზედაპირი წყალგამძლე მასალისგან მზადდება.

კარადა შეიძლება დამზადდეს როგორც ქვემოთ ნაჩვენები სტანდარტული, ასევე ინდივიდუალური დიზაინით (თქვენ მიერ მოწოდებული ნახაზის, 3D-მაკეტის ან ფოტოს მიხედვით).

* შეკვეთის ფორმის ბოლო ველში შეგიძლიათ მიუთითოთ სადგამის ნიმუშის კოდი და ფერის კოდი.
* შეკვეთის ფორმაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაგიკავშირდებათ ჩვენი ოსტატი. მასთან დეტალების შეთანხმების შემდეგ, ელფოსტაზე მიიღებთ წერილს საანგარიშსწორებო ბმულით.
* ფასი ითვალისწინებს თბილისის მასშტაბით სადგამის უფასო მიწოდების სერვისს.

აკვარიუმის სადგამის ნიმუშები